Please choose which Hotel you want to visit:
ჩვენს შესახებ
Astoria Hotel pattern

სასტუმრო „ასტორია“ მდებარეობს ძველი თბილისის ისტორიულ უბანში, კერძოდ მდინარე მტკვრის მარცხენა სანაპიროზე. სასტუმროდან ფეხით სავალ ნაწილზე განთავსებულია ქალაქის ისტორიული ძეგლები, მაღაზიები, გალერეები, მუზეუმები, ძველი თბილისის თვალსაჩინო ადგილები, თეტრები და კულტურული სანახაობები.

ექვსსართულიან სასტუმროში 41 ნომერია და თითოეული მათგანი წარმოადგენს კლასიკური და თანამედროვე დიზაინის ელემენტების კომბინაციას. სასტუმროს ოთახები კეთილმოწყობილია ყველა საჭირო თანამედროვე საშუალებებით: საკაბელო ტელევიზია, ტელეფონი, უკაბელო ინტერნეტი, ცენტრალური გათბობა, კონდიციონერი. ნომრებს აქვს აივნები, საიდანაც ქალაქის ულამაზესი ხედები იშლება.

ასტორია თბილისი წარმოადგენს მყუდრო, კეთილმოწყობილ სასტუმროს ყურადღებიანი პერსონალითა და საუკეთესო 24 საათიანი მომსახურეობით.

სასტუმროში არის, როგორც ღია, ასევე დახურული ავტოსადგომი სტუმრებისათვის.

გისურვებთ სასიამოვნო დასვენებას!

მომსახურება
Astoria Hotel pattern
მომსახურეობა
მომსახურეობა

პროფესიონალთა ჯგუფი მზადაა მიიღოს სტუმრები ყოველდღე. თქვენ შეიგრძნობთ ქართულ სტუმართმოყვარეობას და ევროპული დონის მომსახურებას, ჩვენ მოხარულები ვიქნებით დაგეხმაროთ ნებისმიერი პრობლების მოგვარებაში.

კომფორტი
კომფორტი

თანამედროვე ფართო , ნათელი ოთახები და კომფორტული საწოლები დაგეხმარებათ დაისვენოთ ხანგრძლივი დატვირთული დღის შეგმდეგ. თქვენ შეძლებთ მიიღოთ სტუმრები და გაუზიაროთ შთაბეჭდილებები ჭიქა ღვინისა თუ ფინჯანი ყავის თანხლებით.

გემრიელი კერძები
გემრიელი კერძები

ჩვენი სასტუმრო, საუზმეზე გთავაზობთ კერძების ფართო არჩევანს. თქვენ შეგიძლიათ დააგემოვნოთ სხვადასხვა გემრიელი კერძი, რაც ზოგად წარმოდგენას შეგიქმნით ქართულ ტრადიციულ სამზარეულოზე. ჩვენს სასტუმროში ევროპულ და აზიურ კერძებთან ერთად ხელმისაწვდომია საბავშვო მენიუც. საუზმის ნაირსახეობით ნამდვილად კმაყოფილი დარჩებით.

ოთახები
Astoria Hotel pattern

თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ სხვადასხვა ტიპის ნომერი. ნათელი, ფართო, და ყველა საჭირო ინვენტარით აღჭურვილი ოთახები საშუალებას მოგცემთ კომფორტულად და მშვიდად გაატაროთ დრო.

Astoria Hotel Room

Persons

ერთ ადგილიანი ნომერი

Astoria Hotel Room

PersonsPersons

ორ საწოლიანი ნომერი

Astoria Hotel Room

PersonsPersons

ორ ადგილიანი ნომერი

Astoria Hotel Room

PersonsPersons

ლუქსი

კონტაქტი
Astoria Hotel pattern

Address: 189a D.Agmashenebeli ave., Tbilisi 0112, Georgia

Tel:  (+995 32) 234 49 92

Email: astoria.tbilisi@yahoo.com